შვეიცარია (СERN)

 შვეიცარიაში გატარებული ეს ერთი კვირა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება, შთაგონება და პროფესიული წინსვლის ახალი ეტაპია.

ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) გავლილმა სტაჟირებამ კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება თანამედროვე მეცნიერება და რამხელა შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე.

კვირის განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა:

  • დავსწრებოდით საინტერესო ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებს 

  • ახლოს გაგვეცნო სამყაროს ფუნდამენტური საიდუმლოებების კვლევის პროცესი 

  • შევხვედროდით წამყვან მკვლევრებსა და კოლეგებს 

ეს იყო დღეები, სავსე ახალი ცოდნითა და ემოციებით, რომლებსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად გავუზიარებ ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს.

უღრმესი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ამ პროექტის განხორციელებისა და მოცემული შესაძლებლობისთვის! 














Uploading: 243996 of 243996 bytes uploaded.


Comments

Popular Posts